კომპანიის შესახებ
მმართველობა
სააქციო საზოგადოება "თბილისი'' დააფუძნა
ქ.თბილისის მერიამ და წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა მერიის
სამშენებლო სამმართველოსა და ეკონომიკური განვი-თარების სამინისტროს
დაქვემდებარებაში. მოგვიანებით მოხდა საზოგადოების კუთვნილი აქციების სრული
პაკეტის გამოსყიდვა და დღეისათვის იგი კერძო საკუთრებაშია. საზოგადოების
მმართველობის ძირითადი ორგანო არის აქციონერთა საერთო კრება, ხოლო
კრებების შორის პერიოდში კომპანიას მართავს 3 წევრისგან შემდგარი
სამეთვალყურეო საბჭო.ყოველდღიურ სამეურნეო საქმიანობას წარმართავს
გენერალური დირექტორი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს მენეჯმენტის,
საფინანსო საშუალებების, ტექნიკის განკარგვისა და ოპტიმალური
გამოყენების მიზნით.
მატერიალურ-ტექნიკური ბაზა
სააქციო საზოგადოება განთავსებულია
ქ.თბილისში, გლდანის რაიონის, ქერჩის შესახ. 3-ში. განლაგებულია 13346კვ.მ
მიწის ნაკვეთზე და ფლობს 1882კვ.მ შენობა-ნაგებობებს. კომპანიას ყავს
მაღალკვალიფიციური სპეციალისტები მშენებლობისა და საინჟინრო-სამონტაჟო
საქმიანობის დარგში. ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს აქვს მრავალვალწლიანი
პროფილით მუშაობის გამოცდილება საზოგადოება ფლობს 25 ერთეულ
ავტოსატრანსპორტო საშუალებას, მათ შორის 30 ტონამდე ტვირთამწეობის,
სატვირთო ავტომობილებს, ექსკავატორებს,სპეცტექნიკას, დამოუკიდებელ ენერგიის
მოწყობილობებს, ინერტულ მასალების სამსხვრევ - დამახარისხებელ საშუალებებს,
რკინაბეტონის კონსტრუქციების და ბეტონის ქარხნებს.




